აფხაზეთის ომი
1991 წლის 26 მაისს პირდაპი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით ახალი ეტაპი დაიწყო ქართველის ერის ისტორიაში.
მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს, აშკარა თუ ფარულ ანტიქართულ პოლიტიკას, უნდა დაპირისპირებოდა ქართველი ერის მტკიცე ერთობა. სამწუხაროდ საქართველოში არსებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ეროვნული ძალები ვერ გაერთიანდნენ. თვით ხელისუფლების სათავეში მოსული ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა-დამოუკიდებელი საქართველო“ გაითიშ . განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია 1991 წლის აგვისტოს ბოლოს.
1991 წლის აგვისტოს თვეში მოსკოვში რეაქციულმა ძალებმა სცადეს პუტჩის მოწყობა და პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის ჩამოგდება. მართალია პუტჩისტები დამარცხდნენ, მაგრამ ქვეყანაში დაიწყო კრიზისი, რომელმაც საქართველოში ჰპოვა გამოძახილი.
1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში თბილისში სამხედრო ძალის გამოყენებით დაემხო კანონიერი ხელისუფლება. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიამ თავი ჯერ სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. იგი არალეგიტიმური ორგანო იყო. პოლიტიკური კრიზისი თბილისში, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს.
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზით ქრთული ინტელიგენციის ნაწილმა მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ცამოყვანა დაისახა მიზნად. 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. 1992 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შედეგად პარლამენტში აღმოჩნდა თითქმის ყველა ის ძალა, რომელმაც შევარდნაძესთან თანამშრომლობა გამნიზრახა.
საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილს კონტროლს უწევდნენ დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები, აფხაზეთში და შიდა ქართლში კი - სეპარატისტები.მთელი ამ უმძიმესი პერიოდის მანძილზე, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის რეაქციული ძალების მხარდაჭერით, ამზადებდა აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან.
სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1992 წლის აგვისტოში, სატრანსპორტო მაგისტრალის დაცვის მიზნით, აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი, რაც პოლიტიკური შეცდომა იყო. ხელისუფლებას წინასწარ უნდა განეჭვრიტა, რომ აფხაზეტი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და იქ ჯარების შეყვანა ყოვლად დაუშვებელი იყო. ანგარიში უნდა გაეწია იმისათვის, რომ იმხანად ჩვენთან სახელმწიფო შექმნის პროცესში იყო, სუსტი და არაორგანიზებული ჯარისათანადოდ არ იყო მომზადებული და შეიარაღებული. არაორგანიზებული და უდისციპლინო ჯარი ხშირად თვითნებურად მოქმედებდა, რისი მაგალითიც იყო სოხუმის დაკავება. ასე დაიწყო ომი აფხაზეთისათვის. ეს იყო ომი 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლის ბოლოდან დაიძაბა, როდესაც ანტისაბჭოურად განწყობილმა ოპოზიციამ სსრკ-დან საქართველოს გამოყოფა მოითხოვა. აფხაზმა ნაციონალისტებმა 1989 წლის მარტში ,,ლიხნის დეკლარაციით“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვისცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ამ დეკლარაციას ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორატმაც. უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართველმა სტუდენტებმა ეს გააპროტესტეს და დემონსტრაცია მოაწყვეს. ეს დემონსტრაცია საქართველოს ხელისუფლებამაკრძალა, მაგრამ სტუდენტებმა დემონსტრაცია მაინც არ დაშალეს და ამიტომ აფხაზ ნაციონალისტთა მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ამ ფაქტმა საერთო სახალხო მღელვარება გამოიწვია როგორც სოხუმში, ასევე თბილისშიც. 1989 წლის აპრილსი დაძაბულობამ პიკს მიაღწია და 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.
პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებაში. ამ შეტაკებებში დაიღუპა 16 და დაიჭრა 140 ადამიანი, რომლებიც ძირითადად ეთნიკური ქართველები იყვნენ.
საბჭოთა კავშირის მთავრობას ეთნიკური დაპირისპირების აღმოფხვრისათვის არანაირი ზომა არ მიღია, რადგან ამ დროს მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.
1992 წელს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა 1992 წლის 23 ივლისს. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია.
1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. იურიდიული ომი 22 დღეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ 1992 წლის 14 აგვისტოს დილით 7 საათზე ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ სარკინიგზო მაგიტრალი უნდა დაეცვათ, თუმცა აშკარა იყო, სახელმწიფო საბჭო ავტონომიურ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა.
პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურესთან მოხდა. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისაკენ აიღო. ქართულ შენაერთებს წინააღმდეგობა გულრიფშის რაიონშიც შეხვდათ. აფხაზებმა ამავე დღეს ტამიშის ხიდი ააფეთქეს, მაგრამ ისევ უკან დაიხიეს. ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. ქალაქს იცავდა აფხაზეთის 300 კაციანი ფორმირება. მათ ხხელმძღვანელობდა კომისარი სერგეი ბარი. ვლადისლავ არძინბამ ამავე დღეს სოხუმში მობილიზაცია გამოაცხადა. აფხაზეთში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე, პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. მხარეებს სორის შედგა მოლაპარაკება, მაგრამ ამ მოლაპარაკებაზე არძინბა არ მისულა. უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, 18 აგვისტოს ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. ქართველებმა ბრძოლის გარეშე დაიკავეს საბჭოს შენობა. შენობის თავზე დროშა ააფრიალეს. ვლადისლავ არძინბამ ქალაქი სასწრაფოდ დატოვა და გუდაუთაში გაიქცა.
ქართველებმა 15 აგვისტოს დაბა განთიადში დესანტი გადასხეს და ლესელიძე შტურმით აიღეს. შავნაბადა ბატალიონმა 19 აგვისტოს გაგრა და დაბა კოლხიდა აიღო. სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. აფხაზებს არც ეკონომიკური და არც სამხედრო ბაზა არ ჰქონიათ. მათ ათასამდე ჯარისკაცი და სამი ერთეული ჯავშანტექნიკა ჰყავდათ.
აფხაზებმა გუდაუთაში რუსეთის საზენიტო პოლკიდან 1000 ავტომატი, 600 ტყვიამფრქვევი, 500 ხელყუმბარა და უამრავი ტყვია-წამალი მიიღეს.
რუსების დახმარებით აფხაზებს ჰქონდათ 6 საბრძოლო მანაქანა, ტ-72 ტოპიპის ტანკი და ასევე უამრავი ცოცხალი ძალა.
მთილე ხალხთა კონფედერაციამ 21 აგვისტოს საქართველოს
пятница, 12 декабря 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)